სოსო ფხაკაძე: მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი სიკეთე მოვუტანოთ ქვეყანას

„მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი სიკეთე მოვუტანოთ ქვეყანას“, – ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებელმა სოსო ფხაკაძემ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართული კონფერენციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ბიზნესმენმა კონფერენცია შეაფასა და აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის კონფერენცია, რომელიც დღეს გაიმართა, ღირებულია თითოეული მხარისთვის.
„ძალიან საინტერსო თემებს შევეხეთ. რასაკვირველია, საბოლოო ჯამში, ყველას გვიყვარს ქვეყანა და ჩვენი მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი სიკეთე მოვუტანოთ ქვეყანას. ბიზნესმენებს ჩევნი ამოცანები და ვალდებულებები გვაქვს და, როდესაც ასეთ საინტერესო ფორმატში ვიკრიბებით, ერთმანეთს პროფესიულად ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებებს, ღიად ვაფიქსირებთ ჩვენს მოსაზრებებს, ეს არის ღირებული თითოეული მხარისთავის. ჩვენ მომავალშიც ვაგრძელებთ მსგავსი ფორმატის შეხედრებს“,-აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ კონფერენცია – „საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო – მიღწევები და გამოწვევები” გაიმართა. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ ორგანიზაცია “მოქალაქე”, “საქართველოს ბიზნეს ასოციაცია” და პარტნიორი ორგანიზაციები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები