მაგდა პაპიძის მეგობარი მამაკაცი ტრაგედიის ღამეს იხსენებს – „მაგდამ დამირეკა, ეზოში გვამებიაო“

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის მეგობარი მამაკაცი, ოთარ ბერძენიშვილი გამოძებისთვის მიცემულ ჩვენებაში 19 დეკემბერს მომხდარი ტრაგედიის ღამეს იხსენებს.
ოთარ ბერძენიშვილის ჩვენებას გაზეთი „კვირის პალიტრა“ აქვეყნებს.
„19 დეკემბერს,11 საათსა და 30 წუთზე, სახლში მეძინა, როცა მაგდამ დამირეკა და მითხრა, ტელეფონი ომარს უნდა ვათხოვო და დღეს ჩემს ნომერზე არ დამირეკოო. მეც არ შევხმიანებივარ, იმ დღეს შუადღემდე სახლში ვიყავი. მერე მე და ჩემი სიძე ლაშა ხუციშვილი ერთად წავედით ნათესავთან ორთაჭალაში, ბიჭებთან ცოტა დავლიე, იქ დავრჩით გვიანობამდე. იქიდან ღამით, 02:30 საათზე წამოვედით, ჩემი სიძე გადავიდა მანქანიდან და სახლში ავიდა, მე ვაპირებდი ბაბუაჩემის სახლში წასვლას, სადაც დროებით მეძინა,რადგან ჩემი და და სიძე, პატარასთან ერთად ჩვენთან ცხოვრობდნენ. ამ დროს მაგდამ მობილურზე დამირეკა, მძიმედ სუნთქავდა, ქოშინებდა… მისი ლაპარაკიდან მხოლოდ ის გავიგე, ეზოში გვამებიაო, ეს სიტყვები ამოიკივლა… ტელეფონზე ქალების წივილ-კივილი ისმოდა. მაშინვე დავურეკე ჩემს სიძეს და მანქანით წავედით მაგდას სახლისკენ. ფერაძის ქუჩაზე დავინახე ჩემი მეზობელი, გია უშიკიშვილი, მირბოდა, ვკითხე, რა ხდება-მეთქი, ბავშვი და კაცია მკვდარიო. რომ მივედით, სასწრაფო და პოლიცია უკვე იქ იყო. ძირს ესვენა ორი ცხედარი და ზევიდან გადაფარებული ჰქონდა. ხალხისგან გავიგე, რომ ომარ და თორნიკე ქაფიაშვილები გარდაცვლილები იყვნენ, ვის შეეძლო მოეკლა მამა-შვილი, არავის უთქვამს“, – აცხადებს ოთარ ბერძენიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები