„მაგდა ამბობდა, რომ მეუღლე ეზიზღებოდა და სქესობრივი ურთიერთობა მასთან ორი წელი არ ჰქონია“ – რას ყვება პაპიძის მეგობარი მამაკაცი

მაგდა ამბობდა, რომ მეუღლე ეზიზღებოდა და სქესობრივი ურთიერთობა მასთან ორი წელი არ ჰქონია – ამის შესახებ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის მეგობარი ოთარ ბერძენიშვილი გამოძიებისთვის მიცემულ ჩენებაში აცხადებს.
ჩვენებაში, რომელსაც გაზეთი „კვირის პალიტრა“ აქვეყნებს, ოთარ ბერძენიშვილი მაგდა პაპიძის მონაყოლზე დაყრდნობით ამბობს, რომ პაპიძეს ქმარი ემუქრებოდა.
“მაგდას არასოდეს უთქვამს,რომ ჩემგან ფეხმძიმედ იყო. პირველივე ურთიერთობის დროს შევთავაზე, თავი დაეცვა, მითხრა, რომ სპირალი ედგა და თავს იცავდა. საერთო შვილის ყოლაზე არასოდეს გვისაუბრია. მე არანაირი გრძნობა არ მქონია, კიდევ ვამბობ, ჩემთვის ის ერთი რიგითი ქალი იყო და ნამდვილად არასოდეს მიფიქრია მისი ცოლად მოყვანა და მასთან ბავშვის ყოლა… მაგდას მეუღლესთან არანაირი კონფლიქტი არ მქონია. მაგდა გულმოდგინედ მალავდა ჩვენს ურთიერთობას, მეც არაერთხელ მთხოვა, უბანში არავისთვის მეთქვა.
ამბობდა,რომ მეუღლე ეზიზღებოდა და სქესობრივი ურთიერთობა მასთან ორი წელი არ ჰქონია. ერთხელ მიამბო, რომ დაახლოებით 2 წლის წინ დაფეხმძიმდა ქმრისგან, ტყუპი ჰყავდა, მაგრამ იმის გამო, რომ ომარს მეტი შვილი არ უნდოდა, მაგდა აიძულა, აბორტი გაეკეთებინა. ამის გამო შეიძულა ქმარი. ომარი თურმე სისტემატურად ემუქრებოდა. მაგდა მიყვებოდა, თუ როგორი აუტანელი იყო მისი ცხოვრება. თუმცა მას არასოდეს უთქვამს, რომ ქმარი სცემდა. ძალადობის მცდელობას კი ხშირად ჰქონია ადგილი. ერთ დღეს მითხრა, ომარს სახლიდან ჩემი ოქრო მიაქვს ლომბარდში, ფულსაც მართმევს, არ ვიცი, სად მიაქვს თანხები, შეიძლება ვინმე ჰყავს და იმას ატენის, ან შეიძლება თამაშობსო.
ზუსტად ამ ამბამდე (ტრაგედიამდე) 10 დღით ადრე დამირეკა, ამ დღეებში ხელფასს ვიღებ ლომბარდიდან ოქროს ნაწილი უნდა გამოვიტანო და თუ შეგიძლია რამდენიმე დღე შემინახე, ქმარმა რომ არ ნახოს და ისევ რომ არ დამილომბარდოსო. ვუთხარი, მოეტანა, პრობლემა არ იყო. მეორე დღეს დამირეკა, ოქრო გამოვიტანე, ეზოში მოვალ მანქანით და ჩამოდიო. მოვიდა თავისი მეუღლის შავი „ჰონდა ფიტით“, გამოვართი ყავისფერი საფულე, მითხრა, აქ ოქრო და ცოტა ფულია, ცოტა ხნით შემინახეო და წავიდა. ამის შემდეგ ბაბუაჩემის ნაკვეთში შევედი, სადაც პატარა, ერთოთახიანი სახლი დგას, მოვძებნე პოლიეთილენის პარკი და მაგდას საფულე, ისე, რომ არც გამიხსნია, ჩავდე პარკში და შევინახე. ბოლოს 3-4 დღით ადრე ვნახე,როცა მაღაზიაში ავედი, მაგდა ძალიან შეშინებული დამხვდა, მითხრა, ჩემი ქმარი ისე მემუქრება,შეიძლება მართლა მომკლასო.
წინა ღამეს ჯვარზე ამიყვანა, კლდის პირას დამაყენა და მითხრა, 27 რიცხვამდე თუ ჩემთან არ დაწვები,ისე დაგტანჯავ, როგორც მე მტანჯავო. რამენაირად თავს მოერიე-მეთქი, მიპასუხა, არ შემიძლია,ძალიან მეზიზღებაო. შემდეგ მომაწოდა ოქროს ჯვარი და „ცეპი“, ესეც ჩავიდე ჯიბეში და სახლში შენახულ ნივთებს მივამატე“, – აცხადებს ოთარ ბერძენიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები