სამართალდამცველებმა შესაძლოა, ლანა პაპიძეც დააკავონ – ბრალდებულის და სკანდალური ჩვენების მისაცემად ემზადება

სამართალდამცველებმა შესაძლოა, შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის და, ლანა პაპიძეც დააკავონ.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, საქმე ეხება ბრალდების მხარის ერთ-ერთი მოწმის მიმართ განხორციელებულ მუქარას, რის გამოც თბილისის პოლიციის დეტექტივების სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (მუქარა) დაიწყო. აღნიშნული ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს.
იმ შემთხვევაში, თუ ლანა პაპიძეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ, შესაძლოა, მას იმავე ციხეში მოუწიოს ერთწლიანი პატიმრობის მოხდა, სადაც ამჟამად მაგდა პაპიძე იმყოფება. თავად ლანა პაპიძე რაიმე მუქარის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და საკუთარი დის სასამართლო პროცესზე სკანდალური ჩვენების მისაცემად ემზადება. გამოცემის ინფორმაციით, ლანა პაპიძე მის მიმართ განხორციელებულ თავდასხმის მცდელობაზე აპირებს საუბარს, რაშიც გარდაცვლილი ომარ ქაფიაშვილის ძმას ადანაშაულებს.
„პრაიმტაიმთან“ საუბრისას ლანა პაპიძე 16 ივნისს ქაფიაშვილების სასაფლაოზე მომხდარ ინციდენტს იხსენებს და ამბობს, რომ მას და მის მეგობარს ომარ ქაფიაშვილის ძმა, მალხაზ ქაფიაშვილი დანით გამოეკიდა.
„მახომ, ომარის ძმამ, დანები მიტრიალა სასაფლაოზე. იცით, რა ხდებოდა და რა ამბავი იყო? მაშინ არც მე არ დავინდობ არავის და შევიტან სარჩელს. ამოვიდა ყელში ამდენი ტყუილი. კაპიუშონიანი ქურთუკით მომდევდა დანით, ძლივს გავასწარით. ჩემი მეგობარი გოგოსთვის პირდაპირ აქვს ნათქვამი – ყელი უნდა გამოგჭრა, მე კაცი მყავს მოკლულიო. აი, ასეთი ადამიანი მოსაკლავად მომდევდა და აქეთ მე მიჩივიან?! იმდენ სიცრუეს ლაპარაკობენ წინასწარ დარიგებული ტექსტებით, რომ ყველაფერზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.
მე რომ მივედი, ვიძახდი, მაგდა ხომ არ მომიკვდა- თქო. გაკვირვებული ვიყავი,- თუ ამ ოთახში მოხდა მკვლელობა, სისხლის კვალი არ უნდა იყოს-თქო? ვიძახდი, კაცი თუ უროთი დაჩეხეს, ერთი წვეთი სისხლი არ უნდა იყოს-თქო. ჩემი ჩვენება მთლიანად ამოტრიალებულია. დაელოდეთ ჩვენი მოწმეების დაკითხვას, ძალიან ბევრი რამ გაირკვევა და გახდება ცნობილი. ჩემიანებმა დაცალეს ბინა და ისინი ილაპარაკებენ, რეალურად რა ხდებოდა. ეჭვი მაქვს იმაზე, ვინც გარეთ დაბოდიალობს. ხელს ვერავის დავადებ, მაგრამ ბევრი რამ უკვე ნათელია. მახომ უთხრა ჩემს მეგობარს, სალომე აბულაძეს, კაცი მყავს მოკლული, ჩემს ძმაკაცებს ხალხი ჰყავს დახოცილიო. დაგხვდები სადარბაზოში და ყელს გამოგჭრი, შენი სისხლით სადარბაზოს მოვრწყავ და ისე დაგმარხავ, შენს ცხედარს ვერავინ იპოვისო. მაგდა უნიკალური ცოლი და დედა იყო, შეცდომები ყველას აქვს და თავის საყვარლებს მიხედონ“, – განაცხადა ლანა პაპიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები