ჩალაუბანში მოქალაქეების მოწამვლის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში მოწამვლის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ადგილობრივები ვარაუდობენ, ინტოქსიკაციას სასმელი წყალი იწვევს.
მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და ამბობენ, რომ უკვე მეოთხე წელია სასმელი წყლის სისტემა არ გაფილტრულა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი კი წყლიდან მოწამვლის ფაქტს გამორიცხავს.
„როცა წვიმს გროვდება მაშინ შეუძლებელია წყლის გაფილტვრა. რაც შეეხება რეზერვუარებს ვწმენდთ, ჭაბურღილებს ვაკეთებთ ახალს. ხდება მხოლოდ ჭაბურღილის წყლის მიწოდება მოსახლეობისათვის”, – აცხადებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გუჯა გიორგაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები