დათა ქაჯაია TCR International-ის ობიექტივში მოხვდა (ვიდეო)
ქართველი სპორტსმენი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტული კლუბის MIA FORCE-ის წევრი დათა ქაჯაია, რომელიც ძარიანი ავტომობილებით მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობს, TCR International-ის ობიექტივში მოხვდა.
დათა ქაჯაიამ დღეს მსოფლიო ჩემპიონატის მორიგ ეტაპზე იასპარეზა და განვლილი ექვსი რაუნდის შემდეგ საერთო ჩათვლაში მეათე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის ბოლო ორ ეტაპზე, ტურნირში მონაწილე ყველა მანქანას საქარე მინაზე visit Georgia-ს წარწერა აქვს, რაც იმის მანიშნებელია, რომ 2017 წელს TCR International-ის ერთ-ერთი ეტაპი შესაძლოა სწორედ ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში გაიმართოს.
ეს არის ჩემპიონატი, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით გულშემატკივარი და მაყურებელი ყავს და რომელშიც პირველად ასპარეზობს ქართველი ავტომრბოლელი.