ლადო ბედუკაძე პოლიტიკაში მიდის

ლადო ბედუკაძე პოლიტიკაში მიდის. ის პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტებში“ გაწევრიანდა და ამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გახდება. ამის შესახებ ლადო ბედუკაძემ და „ცენტრისტების“ წარმომადგენელმა თემურ ხაჩიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
„ცენტრისტები“ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს და ამომრჩეველს ხელშეკრულების დადებას სთავაზობს. თამაზ ხაჩიშვილის განცხადებით, ისინი მოსახლეობას 8-პუნქტიან გეგმას წარუდგენენ, რომელიც, სურვილის შემთხვევაში, რუსული პენსიის დანიშვნას, 2017 წლის ბოლომდე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ევრაზიულ კავშირში გაერთიანებას ითვალისწინებს.
„გადავწყვიტე, გავწევრიანდე პარტია „ცენტრისტებში“. ასევე მოვუწოდებ იმ ადამიანებს, ვინც თავის დროზე წვლილი ვერ შეიტანა მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის ნგრევის საქმეში, გაწევრიანდეს ამ პარტიაში და ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე“, – განაცხადა ლადო ბედუკაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები