გერმანიის კანცლერი ვიზალიბერალიზაციაზე: გერმანია ევროკომისიის დასკვნას არ შეეწინააღმდეგება
საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გრძელ ვადებზე არ იქნება საუბარი, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გერმანიის კანცლერის თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ევროპარლამენტში მიმდინარე განხილვა მალე დასრულდეს.
„გავიმეორებ რაც უკვე ვთქვი, გრძელ ვადებზე არ იქნება ლაპარაკი. საუბარია ევროპარლამენტში მიმდინარე, მოკლევადიან მოლაპარაკებებზე. პარლამენტი, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელია, მაგრამ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ხელთ არის და შესაძლებელია, რომ განხილვა მალე დამთავრდეს. ჩვენ მივიღეთ მხედველობაში ევროკომისიის დასკვნას, რომელიც ამბობს, რომ საქართველომ შეასრულა ყველა კრიტერიუმი, რაც ვიზალიბერალიზაციისთვის არის საჭირო. რა თქმა უნდა, გერმანია არ შეეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას და შეჩერების მექანიზმთან კომბინაციაში გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ იქნება მიღებული”, – განაცხადა ანგელა მერკელმა.