ანგელა მერკელი: ალბათ, ჯერ გერმანიაში საკმარისად კარგად არ იცნობენ რამდენად დიდ წარმატებას მიაღწია საქართველომ

„ჩვენ ინტერესით ვადევნებთ თვალყურს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს და ეკონომიკის ლიბერალიზაციას,“ – ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბერლინში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ანგელა მერკელი ფიქრობს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი და კარგი საფუძველი ეკონომიკური ურთიერთობები გერმანულ საწარმოებთან გაუმჯობესდეს, განსაკუთრებით მშენებლობის სფეროში.
როგორც მან პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს უკვე შეხვდა გერმანული კომპანიების წარმომადგენლებს.
”ალბათ, ჯერ გერმანიაში საკმარისად კარგად არ იცნობენ რამდენად დიდ წარმატებას მიაღწია საქართველომ. თუკი შევხედავთ მსოფლიო რეიტინგებს კონკურენტუნარიანობის და გამჭვირვალობის შესახებ, საქართველოს შესანიშნავი წარმატებები ჰქონდა”, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
მისივე თქმით, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციაზე.
”ჩვენ ვხედავთ, რომ ამან შეიტანა თავისი წვლილი, რომ ეკონომიკური კონტაქტები ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოს შორის გაიზარდა”, – განაცხადა მერკელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები