აზიის განვითარების ბანკი მზადაა, საქართველოსთან გააგრძელოს წარმატებული თანამშრომლობა

ფინანსთა მინისტრი, საქართველოს მხრიდან აზიის განვითარების ბანკის მმართველი ნოდარ ხადური შეხვდა აზიის განვითარების ბანკში (ADB) ავსტრალიის ჯგუფის (რომელიც ფარავს საქართველოს) აღმასრულებელ დირექტორს, მეთიუ ფოქსს.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, წყალმომარაგება, კაპიტალის ბაზრის განვითარება. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ხედვა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.
როგორც აღინიშნა, აზიის განვითარების ბანკი მზადაა, საქართველოსთან გააგრძელოს წარმატებული თანამშრომლობა და გაზარდოს ფინანსური მხარდაჭერა ეფექტიანი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას.
ADB-ში აღმასრულებელმა დირექტორმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა საინტერესო და ნაყოფიერი ვიზიტის ორგანიზებისთვის და ფინანსთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით მიიწვია ქ.მანილაში, აზიის განვითარების ბანკის სათაო ოფისში.
შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში იეშიმ ელჰან კაიალი და ADB-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე გიორგი კიზირია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები