„ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ხელმძღვანელი ახალი ინიციატივით გამოდის

„ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ხელმძღვანელი ლაშა კილაძე ე.წ. ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამის რეფორმირების ინიციატივით გამოდის.
როგორც კილაძემ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, ახალი სისტემა ნარკოდამოკიდებულებისგან გათავისუფლების მსურველების გაცილებით უფრო ეფექტურ გზას სთავაზობს. კერძოდ კი, მისი თქმით, ახალი პროექტი მათთვის უფრო ხელმისაწვდომი იქნება, როგორც ფინანსური ასევე გეოგრაფიული კუთხით.
„პროგრამა, რომელიც ხორციელდება სახელმწიფო დაფინანსებით 2009 წლის შემდეგ, მეტადონის ჩანაცვლებას და ალტერნატიული მედიკამენტის მიღებას ითვალისწინებს, მაგრამ დღესდღეობით, ვფიქრობ, რომ ის სრულად ვერ ემსახურება სათემო კავშირების და ბენეფიციარების ინტერესების უზრუნველყოფას. ამ მხრივ, ჩვენ კონკრეტული წინადადებების შეთავაზებას ვაპირებთ. ეს ითვალისწინებს სხვადასხვა პროგრამების ამუშავებას.
კერძოდ, ადამიანებს რეალურად უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა თავი დააღწიონ ნარკოდამოკიდებულებას და გაიარონ რეაბილიტაციის პროცესი. დღეს სამწუხაროდ, პაციენტი მიდის კლინიკაში, სვამს მეტადონს და ექიმთან ყოველგვარი კონტაქტის გარეშე ტოვებს იქაურობა. ეს მოძველებული მიდგომაა და არ შეესაბამება ცივილიზებული სამყაროს მიდგომებს.
ამასთან, ჩვენ ვაპირებთ გავზარდოთ გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობა. ხაზგასმით ვაფიქსირებთ იმას, რომ სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი მიმართული უნდა იყოს პაციენტების სერვისების გაუმჯობესებაზე და მათთვის როგორც ფიზიკური და ფინანსური, ასევე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის ზრდაზე“,-განაცხადა კილაძემ.
მისივე განცხადებით, ქალბატონებისთვის გაიხსნება ე.წ. ავტონომიური სერვისი, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, რომ მომსახურება დამოუკიდებლად მიიღონ. კილაძის განცხადებით, პროგრამის განხორციელდება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა ის იმედოვნებს, რომ ცენტრი ამ პროგრამას ქვეკონტრაქტორის გარეშე განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები