ფრანგი მეცნიერების აზრით, დღეში 15-წუთიანი ვარჯიში სიცოცხლეს ახანგრძლივებს
დღეში 15-წუთიანმა ვარჯიშმა ადამიანი შეიძლება ნაადრევ სიკვდილს გადაარჩინოს. ამის შესახებ საუბარია საფრანგეთის სენტ-ეტიენის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვნაში. მათი შეფასებით, რეგულარულ ფიზიკურ ვარჯიშს შეუძლია დაავადებების უმეტესობის რისკი 22%-ით შეამციროს.
ფრანგმა მეცნიერებმა კვლევის შედეგები კონგრესზე EuroPRevent 2016-ზე წარმოადგინეს. კვლევაში, რომელსაც მეცნიერები აწარმოებდნენ, 2001 წლიდან მიმდინარეობდა და მასში ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. რაც უფრო მეტს ვარჯიშობდნენ ისინი, მით ნაკლები იყო გულის დაავადებით და სიმსივნით გარდაცვალების რისკი.
ამასთანავე მეცნიერები მოუწოდებენ იმ ადამიანებს, ვინც ადრე არ ვარჯიშობდა, ცხოვრების სტილი მოულოდნელად არ შეცვალონ. მათი შეფასებით, დღეში 15-წუთიანი ვარჯიში ცხოვრების გასახანგრძლივებლად საკმარისია.