მანანა კობახიძე: მერაბიშვილის შეწყალება პრეზიდენტის გადასაწყვეტია

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის შესაძლო შეწყალების საკითხს „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა. კობახიძის განცხადებით, მისი შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა, რომელიც მას საქართველოს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მისი აზრით, მერაბიშვილმა სასჯელი ბოლომდე უნდა მოიხადოს.
„შეწყალების თემა ცალკე საკითხია. ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა,მისი დისკრეციული უფლებამოსილება, რომელიც კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. როგორც ვიცი, მათ განმარტებაც კი გააკეთეს იმის თაობაზე, რომ ამ თემაზე მსჯელობა არ ყოფილა და პრეზიდენტი ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით დამოუკიდებლად არ იღებს გადაწყვეტილებას, ეს ეფუძნება შეწყალების კომისიის დასკვნებს. მან უნდა გადაწყვიტოს, რამდენად მიზანშეწონილად ჩათვლის, ამ თუ სხვა პატიმრის გათავისუფლებას. ეს მისი გადასაწყვეტია და მე ვერ შევალ მის შეფასებებში. მე ვთვლი, რომ ამ ადამიანმა სასჯელი ბოლომდე უნდა მოიხადოს”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები