მანანა კობახიძე იმედოვნებს, რომ სექტემბერში საქართველო ვიზალიბერალიზაციას მიიღებს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე პრემიერ-მინისტრის გერმანიაში დაგეგმილ ოფიციალურ ვიზიტს გამოეხმაურა. როგორც კობახიძემ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, გერმანიის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვიცე-სპიკერი იმედოვნებს, რომ სექტემბერში საქართველო ვიზალიბერალიზაციას მიიღებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყველა ქმედება ადეკვატურად იყოს შეფასებული. ჩვენ შევასრულეთ ის სამოქმედო გეგმა,რომელიც გათვალისწინებული იყო ვიზალიბერალიზაციის ხელშეკრულებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უნდა დაფასდეს ადეკვატურად და საქართველოს მოქალაქეებმა ნამდვილად უნდა შეძლონ უვიზოდ მიმოსვლა. ეს ალბათ, დროის საკითხია.
საკითხი, რომელიც ეხება გარკვეულ კრიმინალურ თემებს, ეს თემა არსებობს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს იმის წინა პირობა, რომ ჩვენ გარკვეული შეფერხება გვქონდეს ამ მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ უნდა გაამყაროს ის მხარდაჭერა, რაც არის გერმანიის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში. მერკელის პოზიცია მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც ევროპარლამენტი იღებს და ვფიქრობ, რომ სექტემბრისთვის ეს გადაწყვეტილება დადებითი იქნება საქართველოსთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები