ზურაბ ტყემალაძე: დარწმუნებული ვარ, რომ კოალიციურ მთავრობას ვერ ავცდებით
„მრეწველების“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე დარწმუნებულია, რომ ქვეყანა კოალიციურ მთავრობას ვერ ასცდება, თუმცა, რა შემადგენლობით დაკომპოლექტდება ახალი კოალიციური მთავრობა, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა შემადგენლობით იქნება პარლამენტში წარმოდგენილი ესა თუ ის პოლიტიკური ძალა.
“კოალიციური მთავრობა ვინმესთვის შეიძლება მიზანშეწონილი არ იყო, მაგრამ კოალიციურ მთავრობას ჩვენ ვერ ავცდებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ კოალიციურ მთავრობას ვერ ავცდებით“, – ზურაბ ტყემალაძემ.
აღნიშნული განაცხადება ტყემალაძემ დღეს ბიძინა ივანიშვილის პოზიციის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ კოალიციური მთავრობის შექმნით ქვეყანა ძალიან ბევრ პრობლემას მიიღებს.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის განმარტებით, დემოკრატიისთვის კარგია და ამას ევროპელები და ამერიკელები მიესალმებიან, მაგრამ თუ “ქართული ოცნება” ახალ არჩევნებზე 80 ადგილზე ნაკლებს მიიღებს, ეკონომიკური რეფორმების გატარება გაძნელდება.
ჩვენ გვქონდა კოალიციური მთავრობა და ჩემი პიროვნება აბალანსებდა სიტუაციას, მაგრამ თუ “ქართული ოცნება”ახალ პირობებში და ახალ არჩევნებზე 80 ადგილზე ნაკლებს მიიღებს, ეკონომიკური რეფორმების გატარება გაძნელდება. თუ ისევ შედგა კოალიციური მთავრობა, ძალიან ბევრ ახალ პრობლემას მივიღებთ. ასეთი მთავრობები, ძირითადად, რესურსების განაწილებაში არიან სათავისოდ და სერიოზული რეფორმები უყურადღებოდ რჩება, თუმცა მე კოალიციური მთავრობის წინააღმდეგი არ ვარ.”, – განახაცადა ბიძინა ივანიშვილმა.