თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდება

  სარემონტო სამუშაოების გამო, დღეს თბილისის რაიონის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 18:20 საათამდე, შეზღუდვა რუსთაველის გამზირის, გუდიაშვილის, ასათიანის, ვაჩნაძის, ფურცელაძის, გალაკტიონ ტაბიძის, პუშკინის, ათონელის, ბარათაშვილის, მტკვრის, ორბელიანის, ბოტანიკის, ამაღლების, პაოლო იაშვილის, ქიქოძის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს შეეხებათ. ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და კიევის ქუჩის მცხოვრებლებს. საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და ტაშკენტის ქუჩის მცხოვრებლებს, ხოლო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება პეკინის გამზირის და იოსებიძის ქუჩის მცხოვრებლებს. სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ვარკეთილის მასივის I მიკრორაიონის მცხოვრებლებს. გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს. ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თემქის XI მიკრორაიონის II კვარტლის მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები