ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე მოქალაქე დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე მოქალაქე ზაზა პატარაია დააკავა.
გამოიძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა განახორციელა უსაქონლო ოპერაცია, რა დროსაც შპს „მედვოუ-ჯორჯიას” სახელით გამოწერილ სასაქონლო ზედნადებში ყალბად დააფიქსირა 300 000 ლარის ღირებულების სამედიცინო აპარატურის – ანგიოგრაფიის დანადგარის გაყიდვა ერთ-ერთ იურიდიულ პირზე.
ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების სანაცვლოდ ზაზა პატარაიამ მოითხოვა სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებული საქონლის ღირებულების 40 %-ის, 120 000 ლარის გადახდა, საიდანაც წინასწარ ავანსის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები