პროკურორი: ოთარ ბერძენიშვილმა დაკითხვისას დაადასტურა, რომ მაგდა პაპიძესთან არაერთხელ ჰქონია ინტიმური სახის ურთიერთობა

მაგდა პაპიძეს ოთარ ბერძენიშვილის მიმართ ბევრად უფრო დიდი გრძნობა ჰქონდა, ვიდრე ეს არის მხოლოდ მეგობრობა და ნაცნობობა, – ამის შესახებ შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის მაგდა პაპიძის საქმის პროკურორმა დავით ნეფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოთარ ბერძენიშვილმა დაკითხვისას დაადასტურა, რომ მაგდა პაპიძესთან არაერთხელ ჰქონია ინტიმური სახის ურთიერთობა.მან ასევე დღევანდელი პროცესის დახურვის მიზეზი განმარტა.
„ოთარ ბერძენიშვილის მონაწილეობით სასამართლო სხდომა იმის გამო იყო დახურული, რომ მისი დაკითხვისას უნდა გამოკვლეულიყო ოთარ ბერძენიშვილისა და მაგდა პაპიძის პირადი მიმოწერა და ასევე საუბარი იყო ინტიმური ხასიათის და პირადი ცხოვრების შემცველ ინფორმაციაზე, რაც პერსონალური მონაცემებია და ამიტომ პროკურატურა ვალდებული იყო, სხდომის დახურვაზე შუამდგომლობა დაეყენებინა.
დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ოთარ ბერძენიშვილმა დაადასტურა, რომ მაგდა პაპიძესთან არაერთხელ ჰქონია ინტიმური სახის ურთიერთობა და ასევე გამოკვლეული იქნა მათი მიმოწერა, რომლითაც დასტურდება, რომ მაგდა პაპიძეს ბევრად დიდი გრძნობა აკავშირებდა ოთარ ბერძენიშვილთან, ვიდრე ეს იყო მხოლოდ ინტიმური კავშირი.
ჩვენების დანარჩენ დეტალებზე საუბრის უფლება არ მაქვს. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მაგდა პაპიძეს ოთარ ბერძენიშვილის მიმართ ბევრად უფრო დიდი გრძნობა ჰქონდა, ვიდრე ეს არის მხოლოდ მეგობრობა და ნაცნობობა“, – განაცხადა დავით ნეფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები