ნოდარ გრიგალაშვილი გარდაიცვალა

56 წლის ასაკში ყოფილი პარლამენტარი ნოდარ გრიგალაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ ექსპერტმა რომან გოცირიძემ დაუდასტურა. მისი თქმით, ნოდარ გრიგალაშვილს ბოლო ერთი წლის მანძილზე ფილტვის სიმსივნე ჰქონდა და ის საავადმყოფოში ორი დღის წინ მიიყვანეს.
ნოდარ გრიგალაშვილი ბორჯომის რაიონი სოფელ ყვიბისში 1958 წლის 3 მაისს დაიბადა. მან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკაკულტეტი 1980 წელს დაამთავრა. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ასისტენტი; 1981 წელს მესტიის სკოლა-ინტერნატის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 1981-1987წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და I საშუალო სკოლის პედაგოგი; 1984-1988წწ. ალმანახ “კრიტიკის” განყოფილების გამგე; 1987-1990წწ. გამომცემლობის მთავარი რედაქტორი; 1990-1998წწ. გაზეთ “საქართველოს ” მთავარი რედაქტორი; 1998 წლიდან “ახალი საქართველოს” მთავარი რედაქტორი. ავტორია ლექსების კრებულის “ზრუნვის საგანი”(1987), ლიტერატურულ-პუბლიცისტური წერილების “სამწუხარო პარალელები”(1988). 1994 – საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები