თურქეთში საკვების გარეშე გემზე დარჩენილი ქართველი მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ

   თურქეთის ქალაქ ისკენდერუნში გემზე მყოფი ოთხი ქართველი დახარებას ითხოვს. როგორც “კვირას“ საერთაშორისო სატრანსპორტო ფედერაციის ინსპექტორმა მერაბ ჯიჯავაძემ განუცხადა, გემთმფლობელს ოთხი თვეა, მეზღვაურებისთვის ხელფასი არ გადაუხდია. მისი თქმით, მეზღვაურებს საკვები პროდუქტებით მომარაგების პრობლემაც შეექმნათ.
“ქართველი მეზღვაურების ამბავი ერთ-ერთი იქ მყოფის ძმამ შეგვატყობინა, რომელიც ჩვენი თანამშრომელია. ჩვენი ორგანიზაციის სტამბოლის ოფისი პრობლემის შესწავლას და მეზღვაურების სამშობლოში დაბრუნებას ცდილობს. მეზღვაურების თანხმობის შემთხვევაში თურქი ადვოკატი მათ უფლებებს დაიცავს. ისკენდერუნი სტამბოლიდან 2 000 კილომეტრით არის დაშორებული. გემზე მხოლოდ ქართველები არიან დარჩენილი, ეკიპაჟის შემადგენლობაში იყვნენ ასევე, რუმინელებიც, მაგრამ მათ გემი დატოვეს და წავიდნენ“,- განუცხადა “კვირას“ მერაბ ჯიჯვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები