სასამართლომ ოჯახის წევრის მიმართ მუქარაში ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სასამართლომ ოჯახის წევრის მიმართ მუქარაში ბრალდებულს 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა -ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მ. მ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11′-151-ე მუხლით (მუქარა ოჯახის წევრის მიმართ).
სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2016 წლის 19 აპრილს მ. მ. მივიდა ყოფილ მეუღლის – ნ. მ.-ს საცხოვრებელ ბინაში, რომელთან ერთადაც დაახლოებით 20 წლის განმავლობაში იმყოფებოდა ქორწინებაში და ეჭვიანობის ნიადაგზე, დანის გამოყენებით დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით. სასამართლომ მ. მ.-ს ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები