სოფელ ავნევის განაპირას შეიარაღებულმა პირებმა ე.წ.საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს
ქარელის რაიონში, სოფელ ავნევის განაპირას ოკუპანტებმა განაპირას, იმ ტერიტორიაზე, სადაც ავნევის მცხოვრებლები სასოფლო-სამეურნეო მიწებს ფლობენ, ბანერები დაამონტაჟეს. ინფორმაცია “კვირას“ ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმაც დაუდასტურა.
“რუსი ფორმიანები ”კამაზის” მარკის ავტომანქანებით გამოჩნდნენ სოფელ ავნევის განაპირას და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ორი ახალი ბანერი დაამონტაჟეს. ცენტრალური ხელისუფლება საქმის კურსშია“, -განუცხადა “კვირას“ ქარელის გამგებელმა.
ადგილობრივი მოსახლეობა ვარაუდობს, რომ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვის შემდეგ მიწის საკუთარ ნაკვეთებში შესვლის პრობლემა შეექმნებათ.