ბიძინა ივანიშვილი: „ქართული ოცნება“ საშუალოდ 95 დეპუტატს შეიყვანს პარლამენტში
„ქართული ოცნება“ საშუალოდ 95 დეპუტატს შეყვანს პარლამენტში, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელემედიის წარმომაადგენლებთან გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ შიდა კვლევებით, პარტიის რეიტინგი 30% -ს არ ჩამოსცილებია და მონაცემები 30%-დან 45 % -მდე მერყეობს, პარტია მოახერხებს და წინასაარჩევნო 3-4 თვეში, ეს რეიტინგი გაიზრდება.
„ეს ხომ თარხნიშვილის და ბოკერიას კვლევაა, ამით ცდილობთ, შექმნათ თქვენ რევოლუციური მდგომარეობა. მინდა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი რესურსი არ გააჩნია, რომ რევოლუციური სურათი დადოს საქართველოში, ნურავისი ნუ გეშინიათ. ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს და ზომიერად ჩაატაროს არჩევნები, რომ არ მოხდეს ის მუშტი-კრივი, რაც მოხდა კოცხელში. არავითარი რესურსი თქვენ არ გაქვთ, თქვენ გაქვთ სურვილი და ერთმანეთს ამაგრებთ ამ სიცრუით, ყველაზე მეტად თქვენ გხმარდებათ ეს სიცრუე და გუნდის წევრები აღარ გეშლებიან, რაც დაგრჩათ ერთი მუჭა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მანვე ისაუბრა NDI-სა და IR-ის კვლევებთან დაკავშირებითაც.
„ ორივე ორგანიზაციას უდიდეს პატივს ვცემ და ძალიან ვცდილობ, საზოგადოებაში ნიჰილიზმი არ გაჩნდეს ამერიკული ორგანიზაციების მიმართ. მათაც კი ვერ მოახერხეს თქვენგან თავის დახსნა, თქვენი ცაცები იქაც მოქმედებს დღემდე, მაგას ხომ თარხნიშვილი და ბოკერია ალაგებენ, ეს ხომ ყველა ვიცით, მინდორზე ხომ ესენი არიან, თურმანიძე და ცქიტიშვილი ახერხებენ და აყალიბებენ იმას, რასაც ბოკერია უკვეთავს”, – განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.