გორში ძლიერმა წვიმამ ქალაქის ქუჩები, მაღაზიები და მიწისქვეშა გადასასვლელები დატბორა

გორში ძლიერმა წვიმამ ქალაქის ქუჩები, მაღაზიები და მიწისქვეშა გადასასვლელები დატბორა. გორის ცენტრალურ მოედანზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი თითქმის ერთი მეტრის სიმაღლეზე წყლით აივსო და მიწისქვეშა გადასასვლელში მყოფმა მოქალაქეებმა ერთმანეთის დახმარებით მოახერხეს წყლის ნაკადისთვის თავის დაღწევა.
დაიტბორა აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ობიექტებიც. ქალაქის სხვადასხვა უბანში სამაშველო და კეთილმოწყობის სამსახურები ერთდროულად მუშაობენ. ძლიერი წვიმის გამო, გორში დაახლოებით ნახევარი საათით ელექტროენერგიაც გაითიშა. ამ დროისთვის, ქალაქის ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები