ქუთაისში მეზობელმა 50 წლამდე მამაკაცი მოკლა

ქუთაისში 50 წლამდე მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა ჭომის დასახლებაში, ლესელიძის ქუჩაზე წუხელ, გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ცნობით, მომხდარის მიზეზი პირადი უთანხმოება იყო. ამასთან, არსებული ინფორმაციით, მკვლელობა გარდაცვლილის მეზობელმა წარსულში არსებული კონფლიქრის გამო ჩაიდინა. ცივი იარაღით დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები