ყოფილი მეუღლის მიერ დაჭრილი გოგონა გარდაიცვალა
ისანში, მეუღლის მიერ დაჭრილი გოგონა გარდაიცვალა. მკვლელობა რამდენიმე საათის წინ ისანში, გარეკახეთის ქუჩაზე მდებარე სასტუმროს წინ მოხდა.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, ინციდენტს წინ კამათი და ჩხუბი არ ახლდა, მამაკაცი სასტუმროში მივიდა, ქალბატონი შენობის გარეთ გაიყვანა და რამდენჯერმე ესროლა.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მკვლელობაში ბრალდებული პირის ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობის საგამოძიებო მოქმედებები. უწყების ცნობით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.