7 ივნისი

10:00
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სტუდნეტებთან შეხვედრებს იწყებს. მინისტრი პირველ შეხვედრას „აუდიტორია 115“-ის სტუდენტებთან გამართავს. მისამართი: ჭავჭავაძის N1, უნივერსიტეტის I კორპუსი, აუდიტორია 115
10:30
“პირველის პრესკლუბში” “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ წევრი ია მეტრეველი ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
“პირველის პრესკლუბში” „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი გიორგი ცაგარეიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე ბათუმის ძველ ბულვარში განთავსებულ მობილურ ამბულატორიას დაათვალიერებენ და C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგის პროცესს დაესწრებიან. მის: ქ. ბათუმი (ძველი ბულვარის მიმდებარე ტერიტორია, სასტუმრო “შერატონსა” და “ინტურისტს” შორის). საკონტაქტო პირი: ნინო ტალახაძე – 595053605
11:00
სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” ტუბერკულოზის პრევენციის პროექტის დასკვნითი კონფერენცია გაიმართება. შეხვედრაზე პროექტის ძირითადი მიღწევები და საქართველოში End-TB სტრატეგიის ამოცანების შესრულების პერსპექტივები განიხილება. კონფერენციაზე სიტყვით შრომის, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია გამოვა. მისამართი: თბილისი, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“, თავისუფლების მოედანი N4. საკონტაქტო პირი: ნათია თევდორაშვილი 593187771

11:00
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე ბრიფინგს გამართავს.
11:30
იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან და მოსამართლეებთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კახა სოფრომაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565
11:30
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში პარტია „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ წევრი ლალი მოროშკინა ბრიფინგს გამართავს.
12:00
„სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის ცენტრის“ დირექტორი ლადო ბოჟაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემო; კონტრასიგნაცია – საარჩევნო თარიღის გამოცხადება და ქვეყნის ვალდებულებები სხვადასხვა მიმართულებით; ახალი პოლიტიკური პარტიები; ვიზალიბერალიზაცია. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
12:00
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში უფლებადამცველი დათო ლორია ბრიფინგს გამართავს.
A8
12:30
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში პარტია „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ წევრი ია მეტრეველი ბრიფინგს გამართავს.
13:00
სასტუმროში „მარიოტ თბილისი“ იურიდიული ფირმა „ბი ელ ბი“/BLB პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საქართველოს საბანკო სისტემაში, ერთ-ერთი საბანკო დაწესებულების მიერ მეანაბრის უფლებათა დარღვევისა და უგულებელყოფის უპრეცედენტო ფაქტის თაობაზე საზოგადოების ინფორმირება, რომლის შედეგადაც ბანკმა მიითვისა ამ საბანკო დაწესებულებაში განთავსებული მეანაბრის 2 000,000 მლნ ლარამდე თანხა.
13:00
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი დავით ფერაძე ბრიფინგს გამართავს.
15:00
სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ ისლანდია-საქართველოს ბიზნეს-სემინარი გაიმართება, რომელსაც ისლანდიის ვაჭრობის მინისტრი და საქართველოში ვიზიტად მყოფი ისლანდიის მაღალი რანგის ოფიციალური პირები დაესწრებიან. თემა: „ისლანდიისა და საქართველოს თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში“. საკონტაქტო პირი: სოფიო მაქაცარია 591 65 05 00
16:00
ავტოტრანსპორტის მოძრაობა ახალ მიმართულებაზე – ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აგარა-ზემო ოსიაურის 7 კილომეტრიან საგზაო მონაკვეთზე გადაერთვება. ახალ საგზაო მონაკვეთს, ოფიციალურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი გახსნიან.

19:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, დედაქალაქის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით და კომპანიის “სვენეთი” ორგანიზებით, თბილისის საკრებულოში სოციალურ-კულტურული პროექტის “თბილისური წალკოტი“ პრეზენტაცია გაიმართება. მის: თავისუფლების N2 (თამარ მეფის სახელობის დარბაზი)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები