სირიის ქალაქ მანბიჯის 20 ათასმა მკვიდრმა საკუთარი სახლები დატოვა

სირიის ქალაქ მანბიჯის 20 ათასამდე მკვიდრმა საცხოვრებელი დატოვეს ამ რეგიონში საბრძოლო მოქმედებების გამო, რომელიც სირიის ოპოზიციის და „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებს“ შორის მიმდინარეობს.
გაეროს მონაცემებით, თუ ბრძოლა გაგრძელდა, ეს რაიონი, შესაძლოა, კიდევ 216 ათასმა ადამიანმა დატოვოს. „სირიის დემოკრატიული ძალების“ შეიარაღებულმა ფორმირებებმა და საერთაშორისო კოალიციამ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში „ისლამური სახლემწიფოს“ პოზიციებზე შეტევა 1 ივნისს დაიწყეს. მისი მიზანია, გადაუკეტონ „ბოვიკებს“ თურქეთისკენ მიმავალი გზა. სირიის ოპოზიციური ძალები ქალაქების – ტაბკა, რაქა და მანბიჯის აღებას ცდილობენ. სამხრეთის მიმართულებიდან რაქას სირიის სამთავრობო ძალები უტევენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები