ისანში მამაკაცმა ახალგაზრდა ქალი დაჭრა

ისანში, გარეკახეთის ქუჩაზე მამაკაცმა ახალგაზრდა ქალი დაჭრა. ქალს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი გოგონას შეყვარებული იყო. როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები