წნორის საავადმყოფოში მშობიარობის შემდეგ 28 წლის ახალგაზრდა დაიღუპა

წნორის საავადმყოფოში მშობიარე გარდაიცვალა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ. სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები 28 წლის იამზე ბერიძე მშობიარობის შემდგომი გართულებებით გარდაიცვალა.
ექიმებმა ახალშობილი ბიჭის გადარჩენა შეძლეს.
სამთაწყაროს ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, იამზე ბერიძე სოფლის საბავშვო ბაღში მუშაობდა და ჯანმრთელობის პრობლემებს არ უჩიოდა. გარდაცვლილის ახლობლები ირწმუნებიან, რომ მშობიარე სრულიად ჯანმრთელი იყო. ისინი წნორის სამშობიაროს მედპერსონალს გულგრილობასა და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებენ. მათივე ინფორმაციით, იამზე ბერიძეს ექიმებმა მშობიარობის შემდეგ სისხლდენა ვერ შეუჩერეს.
პაციეტის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით „კვირა“ შს სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც „კვირას“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, იამზე ბერიძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 130-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავადმყოფის განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან 3 წლამდე საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ისჯება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები