საგამოძიებო სამსახური შპს „აიფონ პლუსში” და შპს „ეფლსიტიში” შესვლის მიზეზებს განმარტავს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შპს ”აიფონ პლუსში” და შპს ”ეფლსიტიში” შესვლის მიზეზებს განმარტავს.
როგორც საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება შპს „აიფონ პლუსის“ და შპს „ეფლსიტის“ მიმართ და გამოძიების ფარგლებში განხორციელდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები.
“საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება შპს „აიფონ პლუსის“ და შპს „ეფლსიტის“ მიმართ და გამოძიების ფარგლებში განხორციელდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები. მათ შორის განხორციელდა საკონტროლო შესყიდვები და სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, აიფონის ბრენდის რამდენიმე მოდელი არ არის ქარხნულად ახალი და უკვე ნამყოფია ექსპლუატაციაში, რომლებსაც აღნიშნული ფირმის ობიექტებში ასაღებდნენ როგორც ახალ ტელეფონებს და მნიშვნელოვნად აზარალებდნენ მომხმარებელს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა და სავარაუდო ექსპლუატაციაში ნამყოფი მობილური ტელეფონების ქსელიდან ამოღება ექსპერტიზის ჩატარების მიზნით”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები