„ვენეციის კომისიის შენიშვნები, რომლებიც გავითვალისწინეთ, გააძლიერებს საკონსტიტუციო სასამართლოს“

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის შეცვლის პოლიტიკურ მოტივაციას მმართველი გუნდი გამორიცხავს. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, კანონში არსებული ნორმები გააძლიერებს საკონსტიტუციო სასამართლოს.
“მეც, მთავრობამაც და ყველამ ამ ხელისუფლებაში, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, თუნდაც როგორც მათ უწოდებენ – ხმაურიანი, აღსრულებულიყო, შესრულებულიყო, რომ ამჟამინდელ მოსამართლეებს ამოეწურათ ბოლომდე თავისი ვადა და ასეთ პირობებში ჩვენ 30 სექტემბერს, საკონსტიტუციო ვადის ამოწურვისთანავე, დავემშვიდობებით ოთხ მათგანს და ამით დაცული იქნება როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობა, ის კონსტიტუციური ვადები, რომლითაც ისინი თავის დროზე იყვნენ დანიშნულნი თუ არჩეულები. კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ და ვენეციის კომისიის ზოგიერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა, რაც სახელმწიფომ, სუვერენულმა ქვეყანამ ჩათვალა, რომ უნდა გაგვეთვალისწინებინა, გავითვალისწინეთ, ვთვლი, რომ ის გააძლიერებს საკონსტიტუციო სასამართლოს,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები