გია ვოლსკი კორცხელის ინციდენტზე: 2012 წელს უნდა დამთავრებულიყო ეს ამბავი

კორცხელის ინციდენტში მონაწილეებისთვის ბრალის წარდგენის ფაქტს გამოეხმაურნენ მმართველ გუნდში. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეფასებით, იმისათვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს, საჭიროა კანონის გამკაცრება.
„2012 წელს უნდა დამთავრებულიყო ეს ამბავი, როდესაც ძალადობა და მუშტებზე ყურება არის დამახასიათებელი წინასაარჩევნო და ნებისმიერი პოლიტიკური პროცესისათვის. დაკავებულიც უნდა იქნეს, კანონიც უნდა გამკაცრდეს და, საერთოდ, მომავალს უნდა ვუყუროთ უფრო სხვა პერსპექტივით,“ – განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ,რომ შსს-მ კორცხელის ინციდენტში მონაწილე 6 პირს ბრალი წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები