თედო კობახიძის ინფორმაციით, ვარდების მოედნისთვის სახელის შეცვლის საკითხს „რესპუბლიკელები“ მხარს უჭერენ

თბილისის საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თედო კობახიძის ინფორმაციით. „ვარდების რევოლუციის მოედნისთვის“ ძველი სახლწოდების დაბრუნების საკითხს „რესპუბლიკური პარტია“ მხარს უჭერს.
„კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას, კობახიძემ განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, იმ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, რომლებიც ინიციატივას მხარს დაუჭერენ, ნინო ბურჯანაძის პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსთვისაც“ იქნება. კობახიძე მიიჩნევს, რომ ქუჩის სახელწოდება აუცილებლად აპოლიტიკური უნდა იყოს, მისი აზრით, ის, ვინც შესაძლოა, ინიციატივის წინააღმდეგ წავიდეს, „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება, რადგანაც ვარდების მოედნის სახელწოდება, რესპუბლიკის მოედანს სწორედ მათი მმართველობის პერიოდში ეწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები