რამაზ საყვარელიძე პაატა ბურჭულაძის პარტიის „თავისუფალ დემოკრატებთან“, „რესპუბლიკელებთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან” კოალიციას არ გამორიცხავს

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ მომავალ საპარლამენტო კოალიაციაში პაატა ბურჭულაძის ახლად შექმნილი პარტია, „საქართველოს განვითარების ფონდი“ „რესპუბლიკური პარტია“ და „თავისუფალი დემოკრატები“ შესაძლოა, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, კოალიციაში გაერთიანდნენ.
„გამორიცხული არ არის, რომ მომავალ საპარლამენტო კოალიციაში, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად აღმოჩნდეს იგივე ბურჭულაძის პარტია, რომელსაც მკაფიო პოზიცია აქვს ამ თვალსაზრისით. არ არის გამორიცხული თუნდაც ალასანიის პარტიის კონტაქტი „ნაციონალებთან“. ასევე „რესპუბლიკურ პარტიასაც“ აქვს „ნაციონალებთან“ ყოფნის გარკვეული სტაჟი და რაღა დარჩა“,-განაცხადა საყვარელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები