„არ მგონია, რომ ივანიშვილი ამომრჩეველს „ორპოლუსიან პოლიტიკურ ბრძოლას სთავაზობდეს“

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ წერილს ეხმიანება და აცხადებს, რომ მას ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნია, ივანიშვილი ქართველ ამომრჩეველს „ორპოლუსიან პოლიტიკურ ბრძოლას“ სთავაზობდეს, თუმცა იმ შემთხვევაშიც, თუ ეს ასე მოხდება, საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ამგვარი პოლიტიკური ბრძოლა მაინც გამართლებულია.
„ეს პათოსი წერილში ნამდვილად არ იკითხება, თუმცა ორპოლუსიანობაზე რომც მიდგეს საქმე, პოლიტიკაში ეს გამართლებული თამაში და ბრძოლაა. კომუნისტებს თავის დროზე ელცინმა 60 პროცენტით მოუგო არჩევნები, რადგანაც ამერიკელების რეკომენდაციით, ორპოლუსიანობა შექმნა. ორპოლუსიანობა შეიძლება გამოიყენოს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ახლა ამას იყენებს. ამის გამო რომ აკრიტიკებენ მცოდნე პოლიტიკოსები, ღიმილის მომგვრელია. ელცინის მაგალითი მოვიყვანე და გეტყვით, რომ მაშინ ელცინის მხარე მთელმა მსოფლიომ დაიკავა. ინტენსიურად ეხმარებოდა ამერიკა და მთელი დასავლეთი, რადგან კომუნისტები მთელი მსოფლიოსთვის მიუღებლები იყვნენ “,- განაცხადა საყვარელიძემ.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ივანიშვილი მის წერილში, მთელი სიმძაფრით სწორედ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრობდა და აცხადებდა, რომ ეს ძალა ხელისუფლებაში არ უნდა დაბრუნებულიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები