„ნებისმიერი საქციელი, რომელმაც შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენოს სასამართლოს ან მის წარმომადგენელს, მიუღებელი უნდა იყოს“

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის შეფასებით, ნებისმიერი საქციელი, რომელმაც შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენოს სასამართლოს ან მის ნებისმიერ წარმომადგენელს, მიუღებელი უნდა იყოს საქართველოშიც. ამით იან კელი ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ”რუსთავი 2”-ის საქმის ერთ-ერთი მოსამართლე ნათია გუჯაბიძე თაღლიღობაშია შემჩნეული.
”სასამართლო საერთოდ ქვაკუთხედია ამ სისტემის. ამიტომ მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი სახის საქციელი, რომელმაც შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენოს ან დაამციროს სასამართლო, როგორც ინსტიტუცია, ან სასამართლოს ნებისმიერი წარმომადგენელი, მიუღებელი იქნებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მიუღებელი უნდა იყოს საქართველოშიც”, – განაცხადა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები