გია ვოლსკი გუბაზ სანიკიძეზე: გაცილებით უფრო ნაკლებად იცნობს ივანიშვილს და მის შესაძლებლობებს, ვიდრე თავად ჰგონია

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ღია წერილთან დაკავშირებით „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი წევრის, გუბაზ სანიკიძის გუშინდელ შეფასებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სანიკიძე ცდება.
როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, გუბაზ სანიკიძე გაცილებით უფრო ნაკლებად იცნობს ბიძინა ივანიშვილს და მის შესაძლებლობებს, ვიდრე თავად ჰგონია.
„მართალი გითხრათ, გამიკვირდა გუბაზ სანიკიძის განცხადება. მგონია, რომ სანიკიძეს თავად უნდა შეეფასებინა განცხადება და გარკვეული პასაჟები ამ მოხსენების. ვფიქრობ, გაცილებით უფრო ნაკლებად იცნობს ბიძინა ივანიშვილს და მის შესაძლებლობებს, ვიდრე თავად ჰგონია და გამოხატა. ვფიქრობ, გუბაზ სანიკიძე ცდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.
”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ სატელევიზიო ეთერში ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებული ღია წერილი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ივანიშვილის გარემოცვა არაკომპეტენტური და უვიცი ადამიანებითაა დაკომპლექტებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები