დიმიტრი ქუმსიშვილი: არანაირი სპეცდაჯგუფებები არ არსებობს და არც არავინ ფიქრობს მათ შექმნას

არანაირი სპეცდაჯგუფებები არ არსებობს და არც არავინ ფიქრობს, რომ რაიმე ტიპის სპეცდაჯგუფება შეიქმნას, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი პრეზიდენტის მიერ კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით გამოთქმულ შეფასებას.
„მე პრეზიდენტის ეჭვებზე ვერაფერს ვიტყვი. შემიძლია მოგახსენოთ ინფორმაცია, რომელიც მე მაქვს – არანაირი სპეცდაჯგუფებები არ არსებობს და არც არავინ ფიქრობს, რომ რაიმე ტიპის სპეცდაჯგუფება შეიქმნას“, – განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ”კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებული სიჩუმე, რომელიც ესმის სამართალდამცველი ორგანოებიდან და შესაბამისი სტრუქტურებიდან, რომლებსაც ამაზე სამაგალითო რეაქცია უნდა გაკეთებინათ, უკვე დამაფიქრებელია”.
პრეზიდენტის თქმით, როდესაც ამ პროცესებს აკვირდება, უჩნდება ეჭვი, რომ მმართველ კოალიციაში არის გარკვეული მოძველბიჭო დაჯგუფება, რომელიც ასე უყურებს ამ პროცესებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები