დავით ბაქრაძე ნიდერლანდების სამეფოში შეხვედრებს მართავს
ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ შეხვედრები გამართა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, დავით ბაქრაძე ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის წევრებს – მიხილ სერვაესს და ჰან ტენ ბრუკეს შეხვდა.
შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრეს. აღინიშნა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ევროკავშირის მხრიდან გადაწყვეტილების დროულად მიღების მნიშვნელობას გაესვა ხაზი.
შეხვედრებზე ასევე, ისაუბრეს ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებზე. მიმოიხილეს უსაფრთხოების კუთხით რეგიონში, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.
ამავე კონტექსტში სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, ყველა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენება მნიშვნელოვანია.
„ჩვენ არ გვაქვს შეცდომების დაშვების ფუფუნება. საქართველო არის პასუხისმგებლობიანი პარტნიორი ნატო-სა და ევროკავშირისთვის და ეს ჩვენმა ქვეყანამ დაამტკიცა საერთაშორისო მშვიდობის მხარდამჭერ ოპერაციებში მონაწილეობითა და ევროპული უსაფთხოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებში წვლილის შეტანით”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ ჰააგის გლობალური სამართლის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას.
საჯარო ლექცია და დისკუსია საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესსა და პერსპექტივებზე, ასევე ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და მიღწეულ პროგრესზე სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
ღონისძიებას ჰააგის ანალიტიკური და კვლევითი ინსტიტუტების, ასევე, აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგგენლები ესწრებოდნენ.