კიევში 24 წლის ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს

კიევში, უკრაინელმა სამართალდამცავებმა 24 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი, მეტსახელად “გეგა ოზურგეთსკი” დააკავეს. ამის შესახებ „ლიგა.ნეტი“ იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, დაკავებულის უკრაინიდან დეპორტაცია იგეგმება.
სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებულს სასჯელი არასოდეს მოუხდია. მისი ე.წ. კორონაცია 2013 წელს, საბერძნეთში მოხდა, როდესაც ის 20 წლის იყო.
სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ უკრაინაში იმისთვის ჩავიდა, რომ დანაშაულებრივ დაჯგუფებას ჩადგომოდა სათავეში. დაკავებული უკრაინის ტერიტორიაზე ყალბი საბუთებით ცხოვრობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები