საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომები დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2016 წლის 3-4 ივნისს დაინიშნა.
განკარგულების მიხედვით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დაინიშნა თანდართული დღის წესრიგით, რომელშიც გათვალისწინებულია პრეზიდენტის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილი საკითხების განხილვა, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს 3 მოსამართლის კანდიდატურის დამტკიცებისა და “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონზე მოტივირებული შენიშვნების საკითხები.
გიორგი მარგველაშვილის განკარგულებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები