ეკა ბესელიას კომიტეტი ხვალ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წარსულის პრაქტიკის თაობაზე ანგარიშს წარადგენს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, ხვალ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წარსულის პრაქტიკის თაობაზე ანგარიშს წარადგენს.
დოკუმენტი სამუშაო ჯგუფის მიერ არის მომზადებული, რომლის პრეზენტაციაც ხვალ, სასტუმრო “ჰუალინგში“ გაიმართება.
პარლამენტის ინფორმაციით, პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საკანონმდებლო ორგანოს წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ ანგარიშს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია წარადგენს. როგორც ბესელია აცხადებს, ეს არის დოკუმენტი, რომელიც პარლამენტმა სესიზე უნდა განიხილოს და შესაბამისი დადგენილება მიიღოს.
კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, შესწავლილია ათასობით განცხადება და საჩივარი. ამასთან, ჩატარდა კვლევა, მათ შორის გამოყენებული იქნა „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევა და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის და პირველ რიგში, გაერო-ს ადამიანის უფებათა დაცვის კომიტეტს დასკვნა და რეკომენდაციები.
„მთლიანობაში დოკუმენტი ძალიან მნიშვნელოვანია. იგი წარედგინება პარლამენტს. ჩვენ ვითხოვთ, რომ პარლამენტმა შესაბამისი დადგენილება მიიღოს, სადაც შეფასება მიეცემა რა ხდებოდა წარსულში და იქნება მომავლის ხედვა. გარდა იმისა, რომ უნდა შეფასდეს ის ძალადობრივი სისტემა, რაც წლების განმავლობაში იყო, ჩვენ შევიმუშავეთ ახალი სტანდარტი ადამიანის უფლებათა კუთხით, რეკომენდაციები, რომელსაც პარლამენტსა და საზოგადოებას ვთავაზობთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები