მიხეილ ჯანელიძე ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკას ეწვევა, რომლის ფარგლებშიც ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან, სებასტიან კურცთან და ეუთოს გენერალურ მდივანთან, ლამბერტო ზანიერთან.
მინისტრი ასევე მონაწილეობას მიიღებს ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომის მუშაობაში, სადაც დაგეგმილია მიხეილ ჯანელიძის სიტყვით გამოსვლა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძე ასევე ეწვევა ვენის დიპლომატიურ აკადემიას, სადაც შეხვედრებს გამართავს ევროპისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ავსტრიის ინსტიტუტის პრეზიდენტთან ვერნერფასლაბენდთან და ვენის დიპლომატიური აკადემიის რექტორთან ჰანს ვინკლერთან. ასევე დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის საჯარო გამოსვლა თემაზე – “European integration of Georgia: Achievements and Challenges of the EU Associated Partner”.
ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს ავსტრია-საქართველოს ბიზნესფორუმის გახსნის ცერემონიაში და შეხვედრას გამართავს ავსტრიის განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრთან, ანდრია ჰაგმანთან. მიხეილ ჯანელიძე ასევე დაესწრება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას, სადაც სტუმრებს სიტყვით მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები