ევროკავშირის მუდმივმა კომიტეტმა საქართველოს საკითხი მომავალი კვირისთვის გადადო

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (COREPER) დღეს, ბრიუსელში გამართულ სხდომაზე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხის დაწესებაზე გადაწყვეტილება ვერ მიიღო.
ამ ინფორმაციას ”ტვიტერის” მიკრობლოგში რადიო „თავისუფლების“კორესპოდენტი რიკარ იოზვაკი ავრცელებს.
კორესპონდენტის ინფორმაციით, ამ საკითხზე დებატები 10 ივნისს გაიმართება.
საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხი COREPER-ის სხდომზე 24 მაისსაც უნდა გამართულიყო, თუმცა, მაშინაც რიკარდ იოზვაკის ცნობით, ევროკავშირის ელჩებმა გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.
13342000_10206096470922413_1277825853_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები