გიორგი მარგველაშვილი: მომეცა შესაძლებლობა, სლოვაკი კოლეგისთვის გვეჩვენებინა მშვენიერი ქვეყანა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტის ანდრეი კისკას ოთხდღიანი ვიზიტი შეაჯამა.
”ეს ოთხდღიანი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ორი ქვეყნის ურთიერთობებისათვის. ჩვენ ვისაუბრეთ პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ვფიქრობ, ეს ვიზიტი წინ წასწევს ქართულ – სლოვაკურ ურთიერთობებს და გააღრმავებს მათ. მე მომეცა შესაძლებლობა, სლოვაკი კოლეგისთვის გვეჩვენებინა მშვენიერი ქვეყანა, მეჩვენებინა აჭარა. მან დაათვალიერა, აგრეთვე, სამცხე-ჯავახეთი. ბუნებრივია, ამ ვიზიტის უმნიშვნელოვანესი მომენტი ოკუპაციის ხაზის მონახულება იყო. ჩვენმა სლოვაკმა კოლეგამ თავისი თვალით ნახა ის უსამართლობა, რაც ხდება საოკუპაციო ხაზთან. ჩვენ ორივემ დავაფიქსირეთ, რომ ეს აბსურდი, ისევე როგორც სხვა აბსურდები, როგორიც იყო ევროპაში, მაგალითად, ბერლინის კედელი, იქნება დაძლეული და დანგრეული”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სლოვაკეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საქართველოში ხვალ, 2 ივნისს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები