“ფეხზე მკიდია, რა ჭორებს ავრცელებთ ჩვენზე“ – დაპირისპირება ჯაფარიძე – ცისკარიშვილს შორის

დაპირისპირება, შეურაცხყმყოფელი სიტყვები და სიტყვიერი დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, პეტრე ცისკარიშვილსა და ყოფილ თანაპარტიელს, ზურაბ ჯაფარიძეს შორის. ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში ქვეყნის ეკონომიკურ საკითხებზე ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი და ამჟამად, პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე და საპარლამენტო უმცირესობის წევრი პეტრე ცისკარიშვილი დაუპირისპირდნენ.
„ფეხებზე მკიდია, უკვე 6 თვეა, რა ჭორებს ავრცელებთ ჩვენზე. მოგიწევთ ყველა პარტიას ეკონომიკაზე და ეკონომიკურ საკითხებზე საუბარი. რისი დამმარცხებლები ხართ, უკვე ოთხი წელია ერთ ადგილზე ხართ გაყინული“, – ამ სიტყვებით მიმართა ზურაბ ჯაფარიძემ ყოფილ თანაპარტიელს, რასაც პეტრე ცისკარიშვილის რეპლიკა მოჰყვა და პოლიტიკურ მოძრაობა „გირჩს“ ბიძინა ივანიშვილის სატელიტი პარტია უწოდა.
„რა პასუხი უნდა გავცე პეტრე ცისკარიშვილს, არაფერი უსაუბრია ეკონომიკაზე, რომელ ეკონომიკურ გუნდზე ლაპარაკობთ? ეკონომიკურ რეფორმებს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იმყოფებოდა, რაც კარგი გაკეთდა, იმას კახა ბენდუქიძე და კახა ბენდუქიძის გუნდი ატარებდა. ეს ხალხი თქვენთან აღარ არის, მე ვიყავი ერთიდაერთი, ვინც ამ საკითხებზე ვსაუბრობდი და მეც აღარა ვარ უკვე მანდ.
უკაცრავად და, რომან გოცირიძისა და კახა ბენდუქიძის ეკონომიკური ხედვა, კარდინალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან, ბევრ საკითხში. ისევე განსხვავდება ჩემი და რომან გოცირიძის ხედვაც. ამიტომ ზღაპრებს ნუ მოყვებით, ეგეთ „აბდაუბდა“ რაღაცებს, მით უფრო, როცა მე ვზივარ ეთერში, ნუ მოყვებით! ისე ხალხში, რაც გინდათ ის ილაპარაკეთ. დანარჩენ ზღაპრებზე საუბარი არ მაინტერესებს, თქვენ რომ დადიხართ ხალხში და თქვენი 15-პროცენტიანი ელექტორატის მოსასყიდად ამბობთ ჩვენზე, რომ ისინი არიან ჩათლახები, დანარჩენი ელექტორატისთვის ეს არ იმოქმედებს. თქვენ თუ გგონიათ, ჩემთვის ცუდი მესიჯია, ძალიან ცდებით. იმეორეთ თუთიყუშებივით ეს რაღაც სისულელე, გააგრძელეთ, არ მაინტერსებს, ჩემი მიზანია, რომ ვილაპარაკო ეკონომიკაზე“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „ტვ პირველში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები