საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტები საკონსტიტუციო სასამართლოს ესტუმრნენ

საქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტები ანდრეი კისკას სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს ესტუმრნენ და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს შეხვდნენ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი პაპუაშვილმა სტუმრებს სასამართლოს შენობა დაათვალიერებინა და სასამართლოს მუშაობის სპეციფიკა გააცნო.
საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში პირველ ლედისთან – მაკა ჩიჩუასთან და ადმინისტრაციის უფროსთან – გიორგი აბაშიშვილთან ერთად იმყოფებოდა.
„დღეს, სლოვაკეთის პრეზიდენტი ბათუმშია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შედგა საქართველო – სლოვაკეთის ბიზნესფორუმი, სადაც სტუმრებს ადგილობრივმა ბიზნესმენებმა და რეგიონის ხელმძღავნელობამ საკუთარი შესაძლებლობები და პოტენციალი აჩვენეს. სლოვაკეთის მხრიდან ძალიან მაღალია დაინტერესება და ვფიქრობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა იქნება ორი ქვეყნის, ერთი მხრივ, ბიზნესურთიერთობებში და, მეორე მხრივ, პოლიტიკურ ურთიერთობებში, რამდენადაც სლოვაკეთი საქართველოს ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერია. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ შემდგომი 6 თვის განმავლობაში სლოვაკეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა იქნება, ცხადია, რომ ჩვენ ჩვენი მეგობრებისგან ყოველთვის მეტ მხარდაჭერას ველით,” – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები