პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია დაწესდება

 საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია დაწესდება. პირველი პრეზიდენტის სახელობის სტიპენდიას ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის საუკეთესო სტუტენტები მიიღებენ.
„მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ პირველი პრეზიდენტის ხსოვნის უკვდავსაყოფად დავაარსო ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სასწავლო წლის საუკეთესო სტუტენტებს გადაეცემათ. ფაკულტეტზე სამეცნიერო- პედაგოგიურ მუშაობას ზვიად გამსახურდიამ თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები მიუძღვნა. მჯერა, რომ მისი მაგალითი მისი ღვაწლის დაფასება მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ჩვენი ახალგაზრდობისთვის, მათთვის, ვინც ხვალ უნდა იტვირთოს საქართველოში მეცნიერების, ქვეყნის განვითარების, დამოუკიდებლობის განმტკიცების პასუხისმგებლობა“, – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები