მანანა კობახიძე: ის, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტო დიალოგს მართავს, ეს დემოკრატიული პროცესია

„ის, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტო დიალოგს მართავს და გარკვეულწილად აჯერებს პოზიციებს, ნორმალური, დემოკრატიული პროცესია”, – ამ სიტყვებით მიმართა ჟურნალისტებს ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ იმ კითხვის საპასუხოდ, თუ როგორ შეაფასებდა არასამთავრობო სექტორის განცხადებებს, რომ მთავრობას, პრეზიდენტს და უმრავლესობას შორის ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით გარიგება შედგა.
კობახიძის განცხადებით, „არანაირ გარიგებაზე საუბარი არ არის”.
”ის, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტო დიალოგს მართავს და გარკვეულწილად აჯერებს პოზიციებს, ნორმალური, დემოკრატიული პროცესია. საბოლოო ჯამში, როგორი შენიშვნები წარმოადგინა პრეზიდენტმა, ეს არის მისი უფლებამოსილება, შესაბამისად, ჩვენ ვიმსჯელებთ იმაზე, რაც არის წარმოდგენილი. შესაძლოა, ვენეციის კომისიის ჩანაწერი სიტყვა-სიტყვით არ იყოს გაზიარებული, მაგრამ 11 შენიშვნიდან 10 სრულად არის გაზიარებული, ერთი კი – ნაწილობრივ. მე ვფიქრობ, ვენეციის კომისია ცვლილებების მიმართ პოზიტიურად იქნება განწყობილი და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის თანამშრომლობა შეფასდება, როგორც დადებითი მხარე”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შესულ ცვლილებებს 30 მაისს ვეტო დაადო და კანონპროექტი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები